ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხობელმა სპორტსმენმა – ნუგზარ წურწუმიამ ოქროს მედალი მოიპოვა.
წურწუმიამ პირველ დღეს წარმატებით იასპარეზა და ნახევარფინალში იაპონელ შოტა ოგავას დაუპირისპირდა. 55კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში ყაზახ ზაკანშას სძლია. ნუგზარ წურწუმია ევროპის ორგზის ჩემპიონია.