შოთა არველაძე ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელის რაფაელ ვან დერ ვაარტის გამოსათხოვარ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
ინფორმაციას ამის შესახებ არველაძის ფონდი ადასტურებს. "ჰამბურგმა" ოფიციალურ საიტზე აცნობა, რომ ოქტომბერში კლუბის სტადიონზე გაიმართება ჰოლანდიელი ნახევარმცველის გამოსათხოვარი მატჩი. შეხვედრა 13 ოქტომბერს ჩატარდება და ერთმანეთს ვან დერ ვაარტის საკლუბო და სანაკრებო მეგობრები შეხვდებიან.