-
2019-06-21 23:16
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გუშინ რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს ინსტაგრამზე გამოეხმაურა.
"განვიცდი თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო და ვინც რაიმე სახის დაზიანება მიიღო, მინდა, ყველას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. #რუსეთიოკუპანტია - მას ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტზე მეტი აქვს ოკუპირებული." - წერს კაშია