არახალია, რომ მანჩესტერში სერიოზული საკადრო ცვლილებები იგეგმება. მანკუნიელთა მესვეურებმა რამდენიმე ფეხბურთელს დაადგეს თვალი და ზაფხულში სავარაუდოდ გაძლიერდებიან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანულ გრანდს იუვენტუსიდან პაულო დიბალას შეძენა სურს. მეტიც, ინგლისელები მზად არიან 27 წლის ფეხბურთელში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ. ეს სწორედ ის თანხაა, რასაც იუვე პაულოში ითხოვს.
რაც შეეხება თავად ფეხბურთელს. ბებერი ქალბატონიდან წასვლა მასაც სურს. მანჩესტერის გარდა დიბალათი ლივერპული, რეალი, ატლეტიკო და ბაიერნი ინტერესდებიან. ამ სეზონში მეათე ნომერმა 39 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.