-
2019-05-08 16:27
ზაფხულში, მადრიდის ატლეტიკოს კაპიტანი - დიეგო გოდინი დატოვებს. ამის შესახებ ურუგვაელმა ფეხბურთელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.
„ჩემთვის ატლეტიკო უბრალოდ კლუბზე მეტია. ეს ჩემი ოჯახი და ცხოვრების დიდი ნაწილია. ძალიან რთულია, რომ საკუთარ ოჯახთან გამოთხოვება მიწევს. აქ დიდებული პერიოდი გავატარე, მადლობა ყველა თქვენგანს მხარდაჭერისთვის“,-თქვა აცრემლებულმა ცენტრალურმა მცველმა პრესკონფერენციაზე.
ატლეტიკოს პრეზიდენტის ენრიკე სერესოს თქმით, დღე, როცა როხიბლანკომ დიეგო გოდინი შეიძინა, კლუბის ისტორიაში განსაკუთრებული იყო, ურუგვაელი კი გუნდის წარმატების გასაღები გახდა.
ესპანური მედიის ცნობით,ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელის გადაბირებით, რომელიც მეზეწრეთარიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს, იტალიური კლუბები, განსაკუთრებით კი მილანის ინტერი ინტერესდებიან.
33 წლის უკანახაზელმა ატლეტიკოში გატარებულ 9 წელიწადში ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ ევროპის ლიგა და სამჯერ ევროპის სუპერთასი მოიგო.