-
2019-05-08 16:25
ენფილდზე მომხდარი სასწაული ლივერპულის და ბარსელონას გულშემატკივრებს ალბათ სამუდამოდ დაამახსოვრდებათ.
მერსისაიდელები, ბარსელონასთან თავიანთი საყვარელი გუნდის დაუჯერებელ „შემოტრიალებას“ ყოველთვის სასიამოვნოთ გაიხსენებენ, ხოლო კატალონიელ ქომაგებს სიმწრის სიცილი აღმოხდებათ.
მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელოთ და იურგენ კლოპის შეგირდებმა, კამპ ნოუზე წაგებული 0:3-ის შემდეგ, ენფილდზე მესის და კომპანიას ბულდოზერივით გადაუარეს და 4:0 მოუგეს. ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, ხოლო ბარსელონა ზედიზედ მეორე წელია ფლეიოფში 3 ბურთიან უპირატესობას ანიავებს. შარშან მათ რომასთან 4:1 მოგებული ვერ შეინარჩუნეს და სტადიო ოლიმპიკოზე 0:3 წააგეს, გუშინ ენფილდზე რაც მოხდა უკვე ვთქვით.
„მესიმ, გასახდელი მხოლოდ 6 წუთის წინ დატოვა ანუ ინგლისის დროით 23:36 წუთზე. მატჩი უკვე ორი საათის დასრულებულია. მგონი, არგენტინელს შხაპის მიღება გაუგრძელდა“ - საკუთარ თვითერის გვერდზე ირონიულად წერს ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი.
რთულია ბარსელონას კაპიტნის მდგომარეობაში არ შევიდეთ. თავი, უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ გგონია და უცაბედად მიწაზე დაგანარცხებენ.