-
2019-05-08 16:20
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში 3:0 შინ მოგების შემდეგ, ბარსელონა ლივერპულთან 0:4 დამარცხდა და შესაბამისად ფინალში ვერ გავიდა. მატჩის შემდეგ მედიასთან ლუის სუარესმა ისაუბრა.
„სამწუხაროა, რომ ამხელა უპირატესობა ხელიდან გავუშვით. კრიტიკას მთელი გუნდი ვიღებთ და ვთვლი, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი. ბოდიშს ვუხდით ჩვენს გულშემატკივრებს, ოჯახებს, მეგობრებს და საერთოდ ყველას. ზედიზედ ორი წელი ერთი და იგივე შეცდომის გამო ვისჯებით,“-განაცხადა ურუგვაელმა.
შეგახსენებთ, რომ მეორე 1/2 ფინალურ წყვილში ერთმანეთს აიაქსი და ტოტენჰემი დაუპირისპირდებიან. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი ლონდონში გაიმართა და სტუმართა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა.