პსჟ-ს ზაფხულში სერიოზულად აპირებს გაძლიერებას. ცნობილია, რომ მათი ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე მირალემ პიანიჩია. ფრანგები მზად არიან იუვენტუსის ნახევარმცველში 70 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამის შესახებ Corriere dello Sport-იდან შევიტყვეთ.
რაც შეეხება ბიანკონერის პოზიციას, იტალიელთა მესვეურები პიანიჩის 100 მილიონზე ნაკლებად დათმობას არ აპირებენ. მიუხედავად ამისა ტუხელის გუნდი ფარ-ხმალს არ ყრის და ბებერ ქალბატონთან მოლაპარაკებებს აპირებს, რათა ბიანკონერის ფასი დააკლებინოს.
პიანიჩი იუვენტუსში 2016 წლის ზაფხულში რომადან გადავიდა. მიმდინარე სეზონში მეხუთე ნომერმა 41 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.