მადრიდის რეალის მესვეურები მარკოს ასენსიოს გაყიდვას აპირებენ. ამის შესახებ El Confidencial-იდან ვიგებთ. აღნიშნული წყაროდან შევიტყვეთ, რომ ბლანკოსის შეფები მე-20 ნომრის თამაშით უკმაყოფილონი არიან.
ასენსიო რეალის ღირსებას 2016 წლის ზაფხულიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 41 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 5 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. აქვე გეტყვით, რომ 23 წლის ნახევარმცველით ლივერპული, ბაიერნი და ინტერი არიან დაინტერესებულები.
არახალია, რომ რეალი ფეხბურთელების არამარტო გაშვებას, არამედ დამატებასაც აპირებს. ესპანელთა სატრანსფერო სიაში ნგოლო კანტე, კრისტიან ერიკსენი, ედენ აზარი და კილიან მბაპე არიან.