-
2019-04-30 12:51
გოლდენ სტეიტის გამთამაშებელი სტეფ კარი NBA-ს ფლეი ოფების ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც მინიმუმ 400 სამქულიანი ჩააგდო.
კლიპერსთან (129:110) მოგებულ შეხვედრაში, კალიფორნიელთა ლიდერმა მეტოქის ფარში 2-სამქულიანი მოათავსა, კარიერაში კი 402 მოუგროვდა.
ამ სეზონში კარიმ ფლეი ოფში უკვე 6 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც რეი ალენსაც გადაასწრო და ერთპიროვნულად პირველ პოზიციაზეა.
მოქმედი კალათბურთელებიდან კარისთან ყველაზე ახლოს ლებრონ ჯეიმსია (370), თუმცა "მეფე" მიმდინარე სეზონში რეგულარულ გათამაშებას ვერ გასცდა, სტეფს კი საკუთარი შედეგის გაუმჯობესების შანსი აქვს.