გოგა ბითაძემ ოფიციალურად შეიტანა ნბა-ს ოფისში განაცხადი 2019 წლის დრაფტში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას ქართველი კალათბურთელის სერბ აგენტ მიშკო რაზნატოვიჩზე დაყრდნობით ამერიკის სპორტული საინფორმაციო მონსტრი ESPN ავრცელებს.
ბითაძემ იგივე გააკეთა შარშან ამ დროს, თუმცა მოგვიანებით განაცხადი გამოიტანა და დრაფტში მონაწილეობა წლით გადადო. ამ ერთ წელიწადში ქართველმა ცენტრმა ევროლიგის ვარსკვლავად ჩამოყალიბება მოასწრო. ის სერბულმა “მეგა ბემაქსმა” მონტერნეგრულ “ბუდუჩნოსტში” გაანათხოვრა, სადაც ბითაძემ შთამბეჭდავად ითამაშა და არამარტო ევროპა, მსოფლიო აალაპარაკა. თავად ESPN-ის სადრაფტო რეიტინგში ბითაძე მსოფლიოში მე-19 ადგილზეა, რაც საკმაოდ მაღალი საფეხურია.
ნბა-ს 2019 წლის დრაფტი 20 ივნისს გაიმართება და ამ დღეს შევიტყობთ, თუ რომელ ნომრად და ვინ აიყვანს ქართველ ამომავალ ვარსკვლავს.