
NBA-ს ფლეი ოფების პირველი სტადია გრძელდება, სადაც რამდენიმე საინტერესო შეხვედრა შედგა.
მოქმედმა ჩემპიონმა გოლდენ სტეიტი ლოს ანჯელეს კლიპერსთან სტუმრად (113:105) იმარჯვა და სერიაში - 3:1 დაწინაურდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი გახდა, რომელმაც ლოს ანჯელესელთა კალათი 33 ქულა მოათავსა, 7 ქულა და 6 მოხსნაც მიითვალა. კეი დის ერთი ქულით ჩამორჩა კლეი ტომპსონი, ხოლო სტეფ კარიმ 12 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. სერიის მეხუთე მატჩი 25 აპრილს, ორაკლ არენაზე შედგება.
მეტოქის კედლებში მოიგო ტორონტო რაპტორსმაც. კანადელებმა ორლანდო მეჯიქს 107 ქულა ჩაუგდეს, თავად კი 85 მიიღეს და შემდეგ ეტაპზე გასვლას ერთი გამარჯვება აშორებთ. ამ მნიშვნელოვანი მატჩის მოგებაში მთავარი წვლილი კავაი ლეონარდს მიუძღვის. ტორონტოელთა ახალწვეულმა 34 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა. აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გასვლას ონტარიოელები შინ, 24 აპრილს შეეცდებიან.
სტუმრად წაგებული ზედიზედ ორი შეხვედრის შემდეგ, სერიაში ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა ხელიდან ოკლაჰომამ გაუშვა. თანდერმა ენერჯი არენაზე, პორტლენდი მიიღო და - 98:111 დამარცხდა. მიუხედავად წაგებისა, შეხვედრის საუკეთესო მექულეცა და მოთამაშეც ოკლაჰომელთა ერთ-ერთი ლიდერი პოლ ჯორჯი გახდა. მისმა მონაგარმა 32 ქულა, 6 პასი, 10 მოხსნა და შესაბამისად ორმაგი დუბლი შეადგინა. შედეგად, სერიაში პორტლენდი - 3:1 დაწინაურდა და ვესტბრუკმა და ბიჭებმა საშინაო კედლების უპირატესობაც დაკარგეს. მეხუთე მატჩი, რომელიც შესაძლოა დასკვნითიც გამოდგეს, მოდა ცენტრში, ორ დღეში შედგება.