-
2019-04-23 16:13
კარიმ ბენზემა ამ სეზონს შესანიშნავად ატარებს. მართალია ბლანკოსი არცისე კარგ დღეშია, თუმცა ფრანგი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. მიმდინარე სეზონში მან 50 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. აღნიშნულ საკითხზე ზინედინ ზიდანმა ისაუბრა.
„კარგად ვიცი ბენზემას შესაძლებლობები. მისი ასეთი ათამაშება გასაკვირი სულაც არაა. პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია, თუმცა ამ საკითხზე ყველას საკუთარი აზრი აქვს. ერთს ვიტყვი, რომ ბენზემას ასეთი თამაში ძალიან მაბედნიერებს,“-განაცხადა ზიდანმა.
31 წლის ფორვარდი რეალში 2009 წლის ზაფხულში, ლიონიდან გადავიდა. ამ დრომდე მან ბლანკოსთან ერთად ლა ლიგა (2), ესპანეთის თასი (2), ესპანეთის სუპერთასი (2), ჩემპიონთა ლიგა (4), უეფას სუპერთასი (3) და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (4) მოიგო.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02