-
2019-04-18 04:03
Sky sports-ის ცნობით, ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი შესაძლოა MLS-ში დასაქმდეს. მონაკოს ყოფილი თავკაცი და ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი დიდი ალბათობით კარიერას ნიუ იორკ რედ ბულსში გააგრძელებს.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის, არსენალის და ბარსელონას ყოფილი თავდამსხმელი ამერიკულ კლუბთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. ნიო იორკული კლუბის ხელმძღვანელობას იმედი აქვთ, რომ ანრის დანიშვნა გუნდის რეპუტაციასა და კომერციულ მოგებაზე დადებითად აისახება.
ანრი ნიუ იორკ რედ ბულსში 2010-14 წლებში ასპარეზობდა, რა დროშიც 135 მატჩი ჩაატარა და 52 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, ანრი მონაკოში ლეონარდო ჟარდიმის შემცვლელად შარშან შემოდგომაზე დანიშნეს, თუმცა 20-დან მხოლოდ 5 მატჩის მოგების და წარუმატებელი შედეგის გამო, მალევე დაითხოვეს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02