
16 აპრილს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/4 ფინალური მატჩი გაიმართება. ბარსელონა მანჩესტერს უმასპინძლებს და შეიძლება ითქვას, რომ გულშემატკივართა უმეტესობისთვის ყველაზე დიდ ინტერესს, სწორედ ეს შეხვედრა იწვევს.
როგორც მანკუნიელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, წითელი ეშმაკები ესპანეთში დანაკლისით ჩავლენ. სულშერის გუნდს ტრავმების გამო ალექსის სანჩესი, ნემანია მატიჩი და მატეო დარმიანი დააკლდებათ. აქვე გეტყვით, რომ დისკვალიფიკაციის გამო ბარსას წინააღმდეგ ვერც ლუკ შოუ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის წინა დაპირისპირება ბარსელონას სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. გამარჯვების მომტანი გოლი ლუის სუარესის ანგარიშზეა.