-
2019-04-11 02:16
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში, მანჩესტერ იუნაიტედმა ბარსელონას უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით - 0:1 წააგო.
ბარსელონამ ანგარიში მატჩის დასაწყისშივე გახსნა. მე-12 წუთზე, ლიონელ მესის პასის შემდეგ, ლუის სუარესმა დაარტყა, ბურთი ლუკ შოუს მოხვდა და ინგლისელთა კარის ბადეში აღმოჩნდა.
მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში, უპირატესობას კატალონიელები ფლობდნენ. ტრადიციულად, ბარსელონამ ბურთზე კონტროლი დააწესა, სახიფათო მომენტების შექმნას შეეცადა და მეტოქეს შანსი მხოლოდ კონტრშეტევებზე დაუტოვა. მიუხედავად ორივე გუნდის მხრიდან რამდენიმე რეალური ეპიზოდისა, ანგარიში აღარ შეცვლილა.
განმეორებითი მატჩი ბარსელონაში, 16 აპრილს შედგება.