-
2019-04-10 23:26
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ტოტენჰემმა მანჩესტერ სიტის 1:0 მოუგო და გაიხარა, თუმცა „ეტიჰადზე“ განმეორებით მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდება. მატჩის 56-ე წუთზე, ტოტენჰემის მთავარმა დამრტყმელმა ძალამ ჰარი კეინმა ტრავმა მიიღო და უმალ გასახდელში გააქანეს.
ლონდონური გუნდის მთავარი მწვთნელი კეინის დროულად გამოჯანმრთელებას პესიმისტურად უყურებს:
„ჰარის ტრავმა ძალიან გულდასაწყვეტია. გამოკვლევები მალე ჩაუტარდება, თუმცა სავარაუდოდ ეს იგივე ტრავმაა, რაც მან ახლახანს მოიშუშა. მას ფეხი უხერხულად გადაუბრუნდა. სავარაუდოდ ის სეზონის ბოლომდე დაგვაკლდება. კეინის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე პრემიერლიგაში“ - ამბობს ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი.