
Sky Sport Italia-ს ცნობით, ფიორენტინას მთავარ მწვრთნელად ვინჩენცო მონტელა დაინიშნა.
იტალიელმა სპეციალისტმა იებთან კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდე გააფორმა. 44 წლის მონტელა წელიწადში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. ხელშეკრულებაში გახანგრძლივების პუნქტციააჩადებული.
ფიორენტინა ცუდ ფორმაშია, გუნდს 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, სერია ა-ს ბოლო ტურში კი ფროსინონესთან (0:1) დამარცხდა. არასახარბიელო მდგომარეობა კლუბის ხელმძღვანელობამ სტეფანო პიოლის არ აპატია და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მონტელა, რომელიც წარსულში რომას, კატანიას, სამპდორიას, მილანს და სევილიას წვრთნიდა, 2012-15 წლებში სწორედ ფიორენტინას თავკაცობდა.