-
2019-04-04 00:56
რაფაელ ვარანმა კარიერა შესაძლოა პსჟ-ში გააგრძელოს.
ამის შესახებ AS-ი იუწყება. ესპანური გამოცემა გვამცნობს, რომ ფრანგები ვარანს ტიაგო სილვას შემცვლელად მოიაზრებენ, რომელსაც კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და 34 წლისაა.
რაც შეეხება ვარანს, არაერთხელ ითქვა, რომ მას რეალის დატოვება და კარიერის სხვა ჩემპიონატში გაგრძელება უნდა. ცნობისთვის მისი გადაბირება უკვე კარგა ხანია, რაც მანჩესტერის მესვეურებსაც სურთ. ბრიტანული პრესის ცნობით, ინგლისელები რაფაელის შეძენას ზაფხულშიც შეეცდებიან.
ვარანი რეალში 2011 წლის ზაფხულში ლე მანიდან გადავიდა. სადღეისოდ იგი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება. მიმდინარე სეზონში რეალის მეხუთე ნომერმა 34 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.