
ესპანურ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ რაფაელ ვარანს რეალის დატოვება უნდა.
ცნობილია, რომ ფრანგს ლა ლიგიდან წასვლა და ძალების რომელიმე სხვა ჩემპიონატში მოსინჯვა სურს. აქვე გეტყვით, რომ მისით უკვე კარგა ხანია, რაც მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული.
აქედან გამომდინარე ბლანკოსის მესვეურებმა მისი შემცვლელის ძიება დაიწყეს. AS-ს ინფორმაციით, მადრიდელებს კალიდო კულიბალის შეძენა უნდათ. ესპანელები თვლიან, რომ სენეგალელი მცველი ვარანის ღირსეული შემცვლელი იქნება.
კულიბალი ნაპოლიში 2014 წლის ზაფხულში გენკიდან გადავიდა. ნეაპოლელებთან კონტრაქტი მას 2023 წლამდე აკავშირებს და სენეგალელის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევროა.