
"აფხაზეთის ხმის" გუნდი სტრიტბოლში ჩატარებული მედიატურნირის გარდამავალი თასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა. ფინალში მან "რუსთავი-2-ის" გუნდი დაამარცხა.
მედიატურნი „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ორგანიზებით პროექტის „cync სპორტი ბარიერების გარეშე“ ფარგლებში გაიმართა.
ტურნირს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი , ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს „რუსთავი 2"-ის და „აფხაზეთის ხმის" გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება „აფხაზეთის ხმის" გუნდმა ანგარიშით 13 -7 მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ „აფხაზეთის ხმის" გუნდი მედიატურნირში უკვე მესამედ გახდა ცენტრის გარდამავალი თასის მფლობელი.
ტურნირის სპონსორმა „URBAN FITNESS"-მა ფინალისტი გუნდები ერთთვიანი აბონიმენტებით დაასაჩუქრა. მედიატურნირი წელს მესამედ გაიმართა , რომელშიც ექვსი მედია-გუნდი მონაწილეობდა:
1. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2" 2. საზოგადოებრივი მაუწყებელი 3. ტელეკომპანია „იმედი“ 4. რადიო „აფხაზეთის ხმა“ 5. რადიო Jako FM 6. რადიო „გრამაფონი“.
მედიატურნირი პროექტის „cync სპორტი ბარიერების გარეშე“ ფარგლებში გაიმართა.