-
2016-12-21 17:57
ზაზა ფაჩულია ტრავმის მერე თავის გუნდს დაუბრუნდა და „გოლდენ სტეიტის“ შემადგენლობაში მორიგი მატჩი გამართა.
ოკლენდელებმა „იუტა“ მიიღეს და მეტოქე 30 ქულიანი სხვაობით 104:74 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 14.57 დაჰყო. ამ დროის მანძილზე მან ორი ქულა გააკეთა და სამჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო სტეფ კარი იყო, რომელმაც 25 ქულა გააკეთა, სამი ქულით ნაკლები მოაგროვა კევინ დურანტმა. გოლდენ სტეიტისთვის ეს 29-ე მატჩში 25-ე გამარჯვება იყო და ამ მაჩვენებლით გუნდი დასავლეთის ლიდერია.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-04-17 23:47
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38