
საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე გიორგი ლომაია, ფეხბურთიდან წავიდა.
მისი პროფესიონალური კარიერა 18 წლის ასაკში, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდში, თბილისის "დინამოში" დაიწყო და ბოლოს სწორედ ამ კლუბის ღირსებას იცავდა. სხვადასხვა დროს ის თბილისის "ლოკომოტივსა" და რუსთავის "ოლიმპიკში", "ხიმკისა" და "ლუჩენერგიაში", "კარლცაისში", ლვოვის "კარპატსა" და ბაქოს "ინტერში" თამაშობდა.
გიორგი ლომაია არის საქართველოსა (1998, 1999) და აზერბაიჯანის ჩემპიონი (2010), საქართველოს თასისა (2000, 2002) და სუპერთასის მფლობელი (1999). საინტერესოა, რომ ეროვნული ნაკრების მეკარეთა შორის ყველაზე მეტჯერ (45) კარში სწორედ ლომაია იდგა.