
უიმბლდონის ტურნირის ორ გზის გამარჯვებული და ქალთა შორის მსოფლიო რეიტინგის მე-11 ნომერი პეტრა კვიტოვა საკუთარ სახლში ბოროტმოქმედების თავდასხმის ობიექტი გახდა.
ჩეხური საინფორმაციო სააგენტოს CTK-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კრიმინალური ქმედებების შედეგად კვიტოვას აქვს მიღებული ფიზიკური დაზიანებები, რომლებიც ჩოგბურთელის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.
ჩოგბურთელი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ბოროტმოქმედების განზრახვა ცნობილი არაა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ ისინი პოლიციას ჯერ არ დაუკავებია.