
სამაუწყებლო კომპანიის "BBC" ვერსიით ბრიტანეთის წლის საუკეთესო სპორტსმენი ენდი მარეი გახდა.
შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა 247 ათასი ხმა მიიღო, ანუ ორჯერ მეტი ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა ტრიატლონისტმა ალისტერ ბროუნლიმ. მესამე ადგილზე ცხენოსანი ნიკ სკელტონი გავიდა. საინტერესოა რომ 58 წლის ჯოკეისთვის რიოს ოლიმპიადა კარიერაში მეშვიდე იყო და სკელტონმა მასზე ოქროს მედალი მოიპოვა. ათეულში ერთი ფეხბურთელიც მოხვდა. ლესტერის ფორვარდი ჯეიმი ვარდი მეცხრე ადგილზე გავიდა, მე-12 საფეხური ერგო რეალის ვარსკვლავს გარეტ ბეილს.