
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა მადრიდის "რეალმა" ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში იაპონურ "კაშიმა ანტლერს" სძლია და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
აზიელების წინააღმდეგობა სამეფო კლუბმა დამატებით დროში გატეხა. ანგარიში ესპანელებმა მეცხრე წუთზე ბენზემას გოლით გახსნეს, მაგრამ ჯერ ტაიმის მიწურულს ხოლო შემდეგ კი 52-ე წუთზე გაკუ სიბასაკიმ დუბლი შეასრულდა და „კაშიმა“ წინ გაიყვანა. ძირითადი დროის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე კრიშტიანუ რონალდუმ ზუსტად შეასრულა პენალტი და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ექსტრა ტაიმებში პორტუგალიელმა მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღო. საბოლოოდ „რეალმა“ მეტოქე 4:2 დაამარცხა. ამგვარად ევროპულმა კლუბმა ეს ტურნირი, მას შემდეგ რაც იგი ახალი ფორმატით ტარდება მეცხრეჯერ მოიგო.