
დონის როსტოვში, FIGHT NIGHTS-ის პოპულარულ ტურნირზე ქართველმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლაში ლევან მაყაშვილმა რუსეთის სახელით მოასპარეზე მეტოქე, დაღესტნელი რასულ მირზოევი დაამარცხა, გამარჯვების შემდეგ კი არენაზე შეკრებილ ქართველებს ემოციურად მიმართა.
"ქართველებო! დიდ მადლობას მოგახსენებთ! საქართველოს გაუმარჯოს! აქა ვარ, თქვენი მაყაშვილი!..." - თქვა ლევან მაყაშვილმა ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ.