უკრაინელმა ათლეტმა ქალმა, 21 წლის ნატალია პრიშჩეპამ თავი გამოიჩინა ნიდერლანდებში, ამსტერდამში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში და უკრაინის ნაკრებს პირველი ოქრო მოუპოვა.
800 მეტრზე სირბილში ის ევროპის ჩემპიონი გახდა და, რაც ყველაზე საინტერესოა, თითქმის მთელი გარბენის განმავლობაში უკრაინელი სპორტსმენი ჩრდილში რჩებოდა, თუმცა, ფინიშამდე 70 მეტრით ადრე გარღვევა შესძლო და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა.