
ქართული წარმოშობის ფეხბურთელმა ზურაბ ცისკარიძემ ამერიკის საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონში გოლი შორი მანძილიდან, 65 მეტრის (დაახლ. 70 იარდი) სიშორიდან გაიტანა.
28 წლის ზურაბ ცისკარიძე შორიდან ძლიერი დარტყმებითაა ცნობილი. ის თბილისში დაიბადა, მაგრამ ცხოვრების დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. თავისი კარიერის განმავლობაში ის გამოდიოდა შვედეთის, რუსეთისა და ტაილანდის სხვადასხვა კლუბების შემადგენლობაში. მატჩი, რომლის ფრაგმენტიც ვიდეოზეა ნაჩვენები, აპრილში ჩატარდა.