პროკურატურა ლევან კორტავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Image

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ე.წ. ქურდული წესების მიმდევრები , კრიმინალური ავტორიტეტები გელა უშხვანი, სოლომონ დაშნიანი და თეიმურაზ გურეშიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

 

ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 12 მაისს, დაახლოებით 20.00 საათზე, სად-ის #14 დაწესებულებაში ე.წ. ქურდული წესების მიმდევარებმა, კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ლაშა კვანტალიანმა, სოლომონ დაშნიანმა, გელა უშხვანმა, თეიმურაზ გურეშიძემ, გიორგი შემაზაშვილმა, შოთა სინაურიძემ და ნუგზარ ბუჩუაძემ კრიმინალური ავტორიტეტისთვის, კერძოდ შოთა სინაურიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად სცემეს მსჯავრდებული ლევან კორტავა.

10 დეკემბერს საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე გელა უშხვანს, სოლომონ დაშნიანს და თეიმურაზ გურეშიძეს ბრალად წარუდგინა - ქურდული სამყაროს წევრობა, ცემა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

როგორც პროკურორმა განმარტა, უახლოეს პერიოდში იგეგმება სხვა თანამონაწილეების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით გელა უშხვანის, სოლომონ დაშნიანისა და თეიმურაზ გურეშიძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.

გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არიან სად-ის #14 დაწესებულების დირექტორი მალხაზ სინაურიძე, დირექტორის მოადგილე ივერი გოგიბერიძე, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ილია შანშაშვილი და თენგიზ ნასარაია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი ალექსანდრე ბაბუნაშვილი და სოციალური მუშაკი გიგა კოხოძე, ასევე მსჯავრდებული გიორგი შემაზაშვილი.

ლევან კორტავა 20113 წლის 23 მაისს გარდაიცვალა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !