-
2013-12-09 11:37
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ავრცელებს რა ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, აცხადებს, რომ „იმპერიალიზმის უხილავი ხელი“ იწვევს უკრაინის კანონიერად არჩეული პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ რევოლუციურ განწყობას.
„აფხაზეთის საზოგადოებამ კარგად უწყის, რომელი სცენარისტები დგანან უკრაინის მოვლენების უკან - ეს ისინი არიან, ვისაც არ სურთ ახალი რეალობის გათვალისწინება და არ აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ესენი არიან ისინი, ვისაც სურს რუსეთის შეურაცხყოფა, რომელიც ერთადერთი სტაბილიზატორია პოსტსაბჭოთა სივრცეში. აფხაზეთის ხალხი უკრაინის კანონიერად არჩეული ხელისუფლების გვერდითაა!“, - ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო სამეთა სამინისტროს განცხადებაში.