-
2013-12-09 11:24
14 წლის მოზარდი, რომელმაც მუქარით აიძულა 10 წლის ბიჭებს, მასთან ორალური სექსი ჰქონოდათ, დაკავებულია, თუმცა, დაზარალებულთა ოჯახში ეჭვობენ, რომ რადგან დაკავებულის მამა გავლენიანი პირია, შესაძლოა, დანაშაული მიიჩქმალოს. - ინფორმაცი ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედმა“ გადასცა.
ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტში მომხდარი ფაქტის დეტალებზეცაა საუბარი:
"მაღაზიაში სიგარეტი რომ არ მისცეს არასრულწლოვანს, ამოვიდნენ უკან ფულის დასაბრუნებლად. ფული რომ მიუტანა, უთხრა, შემოდით ერთი წუთით, რაღაც უნდა განახოთო და ასე შეიყვანა იარაღის მუქარის ქვეშ. დადექით, ჩაიხადეთო და პირდაპირ უთხრა ბავშვს, რომ ჯერ თქვენ ერთმანეთშიო, მე უნდა გიყუროთო და რაღაცებს აკეთებინებდა. ბავშვი ამბობს, რომ შემეშინდა, ნამდვილი იარაღი გადატენა, მომადო შუბლზე და მითხრა, რაც უნდა გამეკეთებინაო", - განუცხადა ტელეკომპანია "იმედს" დაზარალებულის მშობელმა.
"მე ვფიქრობ, რომ მამამისს ზეგავლენა აქვს ყველასთან. ყოფილი პროკურორია და უნდა, რომ საქმე მიჩქმალოს", - განაცხადა დაზარალებულის მამამ.
დაზარალებულის ოჯახის წევრები ამბობენ რომ გამოძიება არასწორედ მიმდინარეობდა თუმცა ადვოკატის ჩარევის შემდეგ ხარვეზები გამოსწორდა.
"დამხვდა დალუქული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ზედა ქურთუკი , რომლის ოქმშიც შემეპარა ეჭვი და ჩემი შუამდგომლობა გათვალსიწინებულ იქნა, გახსნილი იქნა დალუქული ფუთა და ამის შემდეგ ქურთუკზე აღმოჩენილი იქნა ძალადობის კვალი. ეს სათანადოდ თავიდან გაფორმდა და დაილუქა დაილუქა", - განაცხადა დაზარალებულების ადვოკატმა ზაზა მიქაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება, სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.
ადვოკარტის ინფორმაციით კი, საქმე სსკ-ის 138-ე მუხლით არის აღძრული, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს . ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მოზარდს 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.