-
2014-08-23 01:48
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა „რეპორტიორთან“ საუბარში აცხადებს, რომ „მაესტროს“ ეთერში მას არ მისცეს საშუალება ფესტივალ „კაზანტიპთან“ დაკავშირებით ინფორმაცია სრულად გაეჟღერებინა.
„მე არ მომეცა საშუალება კაზანტიპის ბნელ მხარეებზე მესაუბრა. ვიდეო, რომელიც მივიტანე, რათა გამემყარებინა ჩემი სიტყვები კაზანტიპის ნეგატიურ მხარეზე, თუ რამდენად გარყვნილ ფესტივალზეა საუბარი, ეთერში არ გაუშვეს.
შესაბამისად, სრული სურათის ნახვა არ მოხერხდა. ეს ვიდეო არ არის არცერთ საიტზე ატვირთული, რადგან ცენზურა მე დავადებინე. ამ ვიდეოში ჩანს, რომ კაზანტიპზე ღიად და ყველას დასანახად ხდება ამორალური ქმედებები...“, - ამბობს დეკანოზი.