კაზანტიპის ფესტივალზე გამწესებულ პოლიციელებს დღიური კვების თანხა არ გამოუყვეს

Image

იმის გამო, რომ ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე გამწესებული ასეულობით პოლიციელისთვის დღიური კვების თანხა დამატებით არაა გათვალისწინებული, ფესტივალზე მორიგეობის მსურველ ძალოვანთა რიცხვმა, განსხვავებით ფესტივალის დაწყებამდე პერიოდისა, საგრძნობლად იკლო.

 

ამის შესახებ „აფხაზეთის ხმის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება. მისი თქმით, პოლიციელები უკმაყოფილებას, ჯერჯერობით, მხოლოდ პირად საუბარში გამოხატავენ, თუმცა, საკითხის პრინციპულად დაყენებას სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობის წინაშე აუცილებლად აპირებენ.

 

„ყველას გაქცევაზე აქვს თვალი, მრავალსაათიანი მორიგეობა გვიწევს და კვების ფულსაც კი არ გვაძლევენ, რა უნდა ვჭამოთ მთელი დღის მანზილზე? აქ რომ საკვებში ფული გადავიხადოთ, ამას მთელი თვის ხელფასი უნდა და მერე რა ვაკეთოთ, რა მივიტანოთ ოჯახში?“, - უთხრა „აფხაზეთის ხმას“ ერტერთმა პოლიციელმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.

 

სხვადასხვა მონაცემებით, ანაკლიაში, კაზანტიპის ფესტივალზე ათასზე მეტი ძალოვანია მობილიზებული. ისინი პერიმეტრს აკონტროლებენ და დავალებული აქვთ, უწესრიგობის შემთხვევაში ადეკვატურად იმოქმედონ და სიმკაცრე გამოიჩინონ.

 

მოხარშული სიმინდის ერთი ტარო, რომელიც ფესტივალის დაწყებამდე სანაპიროზე 1-1,5 ლარი ღირდა, სამჯერ გაძვირდა და 5 ლარი ღირს, ამდენივე დაგიჯდებათ ერთი კათხა ლუდი და ნახევარი ლიტრი "კოკა-კოლა", მომცრო ზომის ქართული შოთი პური 3 ლარი ღირს, ერთი ცალი ხინკალი 2, პელმენი კი 1 ლარი. 

 

ენერგეტიკული სასმელი 6-8 ლარია, ხოლო კოქტეილის ფასი 20 ლარიდან იწყება. 17-20 ლარი ღირს ასევე ღორის მწვადი შამფურზე, 250 გრამი ჩიფსის ფასი 7 ლარიდან იწყება, ერთი ულუფა ფრი კი 6 ლარია. გაძვირდა სიგარეტიც: წითელი "მალბორო" სავაჭრო ობიექტებში 8 ლარი ღირს, "პარლამენტ ლაითი" და "უინსტონ ლაითი" 6, ხოლო "მაგნა" - 5 ლარი. იყიდება ასევე უფილტრო სიგარეტებიც, რომლის შეძენა 3 ლარი დაგიჯდებათ. სხვათა შორის, ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ უფილტრო სიგარეტი იყიდება.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !