დოდონა კიზირია მერაბ კოკოჩაშვილს: ეჭვი არ მეპარება, ნაყიდი ხართ, როგორც ქუჩაში ჭიქა მზესუმზირას იყიდის კაცი

Image

პროფესორი დოდონა კიზირია რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს პასუხობს და მიხეილ სააკაშვილის პიჯაკებთან და ტანსაცმელთან დაკავშირებით გამოთქმულ მის მოსაზრებებს აფასებს.

 

დოდონა კიზირია მერაბ კოკოჩაშვილს „პრივილიგენციის“ წარმომადგენლად მოიხსენიებს და წერს, რომ ის მათ შორის იყო, ვინც შევარდნაძეს აეროპორტში ყვავილებით დახვდა.

 

”ამიხსნას ვინმემ, არის თუ არა უკულტურობა, როდესაც შენს ნაცვამ პიჯაკს სთავაზობ ვინმეს?! ეს არის დაბალი დონე ადამიანის სულიერი არსებობის, როცა რაღაცას გამოიყენებ და მერე აბრუნებ!”

 

”ისეთ საშინელ, უგემოვნო კომედიაში გადადის ეს ყველაფერი, რომ საზიზღრობაა პირდაპირ!”, - აცხადებს მერაბ კოკოჩაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

 

„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ დოდონა კიზირიას მიმართვას მერაბ კოკოჩაშვილისადმი:

 

„ბატონო მერაბ, ჩემთვის თავზარდამცემი იყო თქვენი კომენტარი ყოფილი პრეზიდენტის პიჯაკების შესახებ, ვინაიდან ერთ დროს პატივს გცემდით. თუმცა არ უნდა გამკვირვებოდა - თქვენ არ დახვდით აეროდრომზე შევარდნაძეს ყვავილებით? თქვენ არ უკრავდით ტაშს კიტოვანს და იოსელიანს სამეგრელოს ძარცვა-განადრურებისათვის? თქვენ არ ეგებებოდით ბეპაევის ტანკებს საქართველოში? როცა ვწერ „თქვენ“ ვგულისხმობ იმ პრივილიგენციას, რომელსაც თქვენ ეკუთვნით და რომელსაც გაუტკბა კარგი ცხოვრება საბჭოეთის დროს.

 

სწორედ ამით არ მოგხიბლათ შევარდნაძემაც?! იმ გაიძვერა ბებერმა მელამ იცოდა, ვისთვის უნდა მოეფხანა მუცელი, რომ ყველაფერზე თვალი დაეხუჭათ - წარმოუდგენელ კორუპციაზე, ყოველგვარ ზღვარს გადასულ ნეპოტიზმზე, ათასნაირ გარეწრობაზე, რამაც ეს ქვეყანა გაანადგურა და დააჩაჩანაკა. იცით რას ამბობდნენ დასავლეთში საქართველოზე მის დროს? „Georgia is a basket case. მაგრამ ეს თქვენ არ განაღვლებდათ, რადგან დაგიბრუნათ პრესტიჟი და პრივილეგიები.

 

თქვენი აზრით, სააკაშვილის დროს ერთი კაცი მართავდა ყველაფერს. ეხლა ვინ მართავს, ხომ ვერ მეტყვით? განათლებული და პროფესიული პოლიტიკოსების გუნდი? თუ ჭორვილელი ხიხოს ერთმმართველობას დემოკრატიულად თვლით? ის კი პუტინისგან რომ ღებულობს დავალებებს, ეს არ იცით თუ არ გჯერათ? რასაკვირველია არ დაიჯერებთ. ამბობენ, თუ არ გინდა რიყეზე ქვას ვერ დაინახავო.

 

ვინ იგდებს აბუჩად ქვეყანას, სააკაშვილი თუ მთავრობა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს პიჯაკებს უთვლის და ამას საქვეყნოდ ასაჯაროვებს? იუშენკოს ჩაის და საპონის ხარჯების დათვლა დაგავიწყდათ? ის არ იყო ქვეყნის აბუჩად აგდება და წარმოუდგენლად სამარცხვინო რამ?

 

გახსოვთ, თქვენი გილდიის წარმომადგენლები, ჩაპრანჭულ-ჩაბრილიანტებული „მადნილოსნები,“ ქეთი დოლიძე და ნინელი ჭანკვეტაძე რომ დარბოდნენ და ყოველ სოფელს ხუთ მილიონს პირდებოდნენ? მათ არ აუგდიათ აბუჩად ხალხი და ქვეყანა? სად არის დაპირებული 100 ქარხანა? ჯანდაბას, ერთი მაინც? სად არის განახევრებული ბენზინის და გაზის ფასი? სად არის გაორმაგებული პენსიები? სად არის იპოთეკარებს დაპირებული 2%-იანი საბანკო გადასახადი? ეს არ არის ხალხის და ქვეყნის აბუჩად აგდება?

 

უკრაინის ამბების შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე მყოფი ის შემფასებლებიც კი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ 2008 წელი საქართველოს ბრალი იყო, ეხლა სრული დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს რუსეთის ვერაგი გეგმა იყო და ის არის დამნაშავე. ამ დროს კი თქვენი მარჩენალი „ჭორვილელი ბრძენი“ გაიძახის საქართველომ დაიწყო ომიო, ეს არ არის ქვეყნის აბუჩად აგდება მთელ მსოფლიოში? თქვენ ეს არ შეგრცხვათ? თუმცა რა ვიცი, თქვენი გილდიის უმრავლესობა ხომ შუშის ლეპრაზორიუმიდან იკვებება - ვის ბინა, ვის მრავალათასიანი საჩუქარი, ვის თვიური გასამრჯელო. რატომ შერცხვებათ?!

 

იცით რა აზრისა არიან ამერიკის მთავრობაში ღარიბაშვილზე? ეს პირველწყაროდან ვიცი. მათი აზრით ღარიბაშვილი არის კაცი, რომელსაც წარმოადგენა არა აქვს, რა არის სახელმწიფო და რა დონეზე, რა ფორმით და რა ენით უნდა ილაპარაკოს მისი თანამდებობის პირმა. "სისველე ცარიელ ადგილზე, რომელიც ალბათ დაღუპავს ქვეყანას" - აი ზუსტი სიტყვები ერთი ძალიან, ძალიან მაღალი ამერიკელი სახელმწიფო პირისა. ეს არ არის ქვეყნის შერცხვენა და აბუჩად აგდება, რომ 31 წლის გაუნათლებელი კაცი დაასვა თავზე ხალხს ივანიშვილმა?

 

ბიძინასთვის ვერტმფრენის იაფად გარიგების მეტი გამოცდილება რომ არა აქვს, მისი ყოველი წინადადებიდან ჩანს. პარიზში მისი ოფიციანტად მუშაობა ნამდვილად არ არის დასაძრახი, მაგრამ ეს არ ნიშნავს პრემიერის პოსტისთვის მომზადებას, მე მგონი.

 

და ბოლოს, მინდა გკითხოთ, რა თანხას გიხდით ასეთს ივანიშვილი? გეწყინათ ეს კითხვა? ეს ტყუილია? რატომ უნდა იყოს ტყუილი? თუ ამ მთავრობის ბოღმით დახეთქილი წევრების მიერ გავრცელებულ ათასგვარ ჭორებს იჯერებთ, მე რატომ არ უნდა დავიჯერო ის, რაზედაც თვითონ თქვენი გილდიის ხალხი წუწუნებდა - ბანკის ვალები გვაქვს გადასახდელი და ბიძინამ ხელფასი მოგვიხსნაო. მაგრამ ის ხომ ედიკა შევარდნაძეზე ნაკლები გაიძვერა არ გახლავთ და ყველასთვის, როგორც ჩანს არ მოუხსნია გასამრჯელო. ზოგიერთები კიდევ დასჭირდება, რომ გუნდრუკი უფრქვიონ და პრეზიდენტი სააკაშვილი ყველანაირად გააშაონ.

 

აი, ამიტომ ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ თქვენც და ბევრი თქვენი კოლეგაც ნაყიდი ხართ, თანაც ისე ადვილად, როგორც ერთ ჭიქა მზესუმზირას იყიდის კაცი ქუჩაში. მწყინს, ბატონო მერაბ, ძალიან მწყინს, რომ ასე შეირცხვინეთ თავი ამ სიბერეში..." - წერს დოდონა კიზირია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !