მონაზონი ლეონ გელოვანი: არ მჯერა, რომ ქრისტე მიწისძვრებითა და მეწყერებით გამოუდგება საკუთარ ხალხს...

Image

მონაზონი ლეონ გელოვანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ იმ საკითხის განხილვაში ჩაერთო, რომლის მიხედვითაც, ცალკეულ სასულიერო პირთა აზრით, დარიალის ხეობაში მეწყერი უფლის სასჯელი იყო, რომელიც კაზანტიპის ფესტივალის გამო საქართველოს მოევლინა.

 

„აფხაზეთის ხმა“ თავაზობთ ამ საკითხზე მონაზონ ლეონ გელოვანის მოსაზრებებს, რომლებიც მან სტატუსებსა და კომენტარებში ჩამოაყალიბა. ბერი ლეონი ეკლესიის წარმომადგენელთა ნაწილის იმ მოსაზრებებზეც მსჯელობს, რომლებიც უფლის საჯელსა და უფლის დაშვებას ერთმანეთისგან განასხვავებენ და წერს, რომ ვისაც ადამიანის თავისუფლება არ მოსწონს, პირველ რიგში, ღმერთს უნდა მოუწყოს აქციები, რადგან სწორედ ღმერთმა შექმნა ადამიანი თავისუფალი.

 

„ქრისტიანთა ღმერთი არ არის ის ღმერთი, რომელიც ჩასაფრებული აკვირდება ადამიანთა საქციელებს, რათა როგორმე საშინლად დასაჯოს ისინი... 

 

ქრისტიანთა ღმერთი არ არის ბოროტი, კაცთმოძულე...
ქრისტიანთა ღმერთს ადამიანთა სახით არ ჰყავს მონები, რომელთაც ნებისმიერ დროს დატანჯავს, არამედ ჰყავს შვილები - მეგობრები, რომლებიც უყვარს...
ქრისტიანთა ღმერთი არ არის ის ღმერთი, რომელიც ზეციდან იძლევა მიწისძვრების, წყალდიდობების, ქარიშხლების, ომების ბრძანებებს ადამიანთა ცოდვების გამო, არამედ ეს ის ღმერთია, რომელიც ადამიანად მოევლინა ადამიანებს, რათა მათი ცოდვები დაეთრგუნა.. 

 

ქრისტიანთა ღმერთი ეს ის ღმერთია, რომელმაც ჯვარცმით არა ტანჯვა, არამედ სიყვარული გვასწავლა...“

 

„ქრისტიანთა ღმერთისთვის არცერთი ადამიანი არაა პატარა და არცერთი დიდი, არცერთი ,,ერი" არაა პატარა და არცერთი დიდი... 

 

ქრისტიანთა ღმერთი ის ღმერთია, რომელსაც ყველა ადამიანი ერთნაირად უყვარს, რომელსაც ყველა ადამიანისთვის საუკეთესო უნდა, მათ შორის მათთვისაც კი, რომელთაც იგი არ უყვართ...“;

 

„უფლის ნებასა და უფლის დაშვებას შორის დიდი სხვაობაა.. უფალს ყოველთვის ყოველივე საუკეთესო სურს ადამიანისთვის.. 

 

ხოცვა-ჟლეტა, რა თქმა უნდა, არ არის უფლის ნება, არამედ უფლის ნება სწორედაც რომ ადამიანის თავისუფლებაა, რაც ხანდახან ასეთ ცუდ შედეგებსაც იწვევს..

 

უფალი არ მართავს ადამიანებს, ადამიანები მართავენ საკუთარ თავს... უფალს არ შეუქმნია რობოტები, უფალმა შექმნა საკუთრი ხატი და მსგავსი და მას თავისუფლება მისცა...

 

ალბათ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მეორეს რჩევა მისცეს, გააფრთხილოს და ა.შ. მაგრამ ვისაც ადამიანის თავისუფლება არ მოსწონს, პირველ რიგში ღმერთს უნდა მოუწყოს აქციები...“;

 

 „ღმერთის ყოვლისშემძლეობა არასდროს შეზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და სწორედ ესაა ქრისტიანთა ღმერთის სიდიადე...

 

ბუნებრივი სტიქიები სხვადასხვა რამის გამო შეიძება მოხდეს...  არ ვიცი, საიდან ასკვნით რომ სტიქიური უბედურებები ღმერთის სასჯელია, საიდან ასკვნით რომ ქრისტიანთა ღმერთი ასეთი ბოროტი და შურისმაძიებელია..

 

რა თქმა უნდა ვიდავებთ ამაზე, მე ვარ და თავს ვუძღვნი იმ ეკლესიას, რომელიც ქრისტემ დააარსა ამქვეყნად, ქრისტემ, რომელმაც საკუთარი ჯვარცმით ღვთის უდიდესი სიყვარული დაგვიმოწმა ადამიანებს... არ მჯერა, რომ იგივე ქრისტე ახლა მიწისძვრებითა და მეწყერებით გამოუდგება საკუთარ ხალხს... ჩემი ეკლესია ამას ნამდვილად არ ქადაგებს!“, - წერს მონაზონი ლეონ გელოვანი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !