რეზო ჩხეიძე: გეზი რუსეთისკენ უნდა ავიღოთ, ის ახლაც კი ბევრ კარგს აკეთებს ჩვენს დასახმარებლად

Image

კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე "საქართველო და მსოფლიოსთან" საუბარში აცხადებს, რომ აშშ "საზიზღარი აგრესორია", ხოლო რუსეთმა "ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა საქართველოსთვის" და ხელისუფლებამ გეზი სწორედ მისკენ უნდა აიღოს. 

 

ინტერვიუში, რომელიც 2014 წლის მაისში გამოქვეყნდა, რეზო ჩხეიძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სხვა ასპექტებზეც საუბრობს. "აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

 

„…ასეც არ იყო საქმე როგორც ზოგი წერს, რუსეთმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა საქართველოსთვის … გაიხსენეთ ჩვენი კლასიკოსები, მეცნიერები და იმჟამინდელი განათლების დონე, ქართული კინო მსოფლიოში წამყვან პოზიციაზე რომ იდგა სწორედ რუსეთის დამსახურებაა, ყველა გამოჩენილმა რეჟისორმა „ვგიკი“ დაამთავრა…

 

მიმაჩნია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გეზი რუსეთისკენ უნდა აიღოს, ჯერ ერთი, მეზობელი სახელმწიფოა რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მეორეც-მართლმადიდებელი ქვეყანაა და, ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ, ვიცნობთ რუსეთს.“;

 

 ამერიკა მსოფლიოშია გაბატონებული და ცდილობს, ქვეყნები შიშით ან ფულით ჩაიგდოს ხელში. ადრე, ჯონ კენედის პრეზიდენტობის ჩათვლით, აშშ დემოკრატიული სახელმწიფო იყო, დღეს კი საზიზღარი, აგრესორია. ადრეც და ახლაც მრავალჯერ ვარ ამ ქვეყანაში ნამყოფი და, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან ძველი და ახლანდელი.

 

ცხონებულმა სოფიკო ჭიაურელმა თქვა, ქართველებმა ცურვა არ ვიცით და ოკეანის გადაღმა რა გვესაქმებაო, _ ზუსტად ასეა ჩვენი საქმე. მართალია, საქართველო ილიასა და აკაკის ეპოქაში რუსეთის კოლონია იყო, მაგრამ არც ისე იყო საქმე, როგორც ზოგი წერს.

 

რუსეთმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა საქართველოსთვის. დავიწყოთ კულტურით. რომ არა რუსეთი, ილია ჭავჭავაძე და «სამოციანელები» არ იქნებოდნენ, რადგან ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ევროპული კულტურა საქართველოში აღარ შემოდიოდა. ერთადერთი გზა, რომელიც დაგვრჩა, პეტერბურგი იყო და ჩვენმა დიდმა მოღვაწეებმაც ამ ქალაქის უნივერსიტეტში მიიღეს განათლება..."

 

წყარო

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !