უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ცნობით, ტერორისტებმა ლუგანსკის ოლქში დევნილთა კოლონის დაცხრილვის ადგილი დაბლოკეს და მტკიცებულებებს ანადგურებენ.
ისინი ცეცხლს უხსნიან ჟურნალისტების, სამხედრო ექსპერტების, მედიცინის მუშაკთა და გადაუდებელი დახმარების სამსახურის წარმომადგენელთა მანქანებს, ყველას, ვინც დევნილთა განადგურებული კოლონის ადგილამდე მისვლას ცდილობენ.
ლუგანსკის ოლქის სოფელ ხრიაშჩევატოეში დევნილთა კოლონა გუშინ დაცხრილეს. ბოევიკებმა კოლონაზე თავდასხმა "გრადის" დანადგარებით განახორციელეს.
დევნილების კოლონა სამხედრო მანქანებით გადაადგილდებოდა, თუმცა მათ ჰქონდათ ამოსაცნობი ნიშანი – თეთრი დროშები, რაც იმის მანიშნებელია, რომ კოლონაში მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.
ადგილზე 15 ცხედარია ნაპოვნი.