
ვიქტორია ნულანდთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გიგა ბოკერიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს საუბარი ყველა მნიშვნელოვან თემას შეეხო:
„ჩვენი საუბარი შეეხო ყველა მნიშვნელოვან საკითხს, დაწყებული საოკუპაციო ხაზიდან და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალი საფრთხიდან. საქართველოს ევროატლანტკური და კერძოდ, ნატოში ინტეგრაციის საკითხებით გაგრძელებული შიდა პოლიტიკური ვითარებით და ეკონომიკური საკითხებით დამთავრებული. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ეს ინტერესი გრძელდება“, - აცხადებს გიგა ბოკერია.