
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს თბილისიდან ქუთაისისკენ, სასამართლო პროცესებისთვის მისი ბადრაგირება ძვირი უჯდება, სწორედ ამიტომ, მან აღნიშნული ხარჯი დაიანგარიშა:
„საკმაოდ დაფასებული ექსკორტით მოვდივარ და საბადრაგო მანქანის გარდა, 4 „პიკაპი“ მომყვება. მხოლოდ ჩემი ჩამოსვლა 5 000 ლარი უჯდება სახელმწიფოს და ამაში არ შედის პროკურორების მივლინებისა და მოწმეების ტრანსპორტირების ხარჯები. 5 000 ლარი ეს არის 60-70 პენსიონრის პენსია და 100-ზე მეტი სოციალურად დაუცველ პირზე დახმარების ხარჯები. ამ ფულით ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეიძლებოდა,“, - აცხადებს მერაბიშვილი.