რა ღირს სექსი მეძავთან თბილისში და სად არის „იმნაირი“ ადგილები

Image

მტკვრის მარცხენა სანაპირო. დიდუბის ხიდისა და ქსნის ქუჩის მონაკვეთი. აქ 24 საათის განმავლობაში დგანან მეძავები.

 

თუმცა აქტიური მუშაობა საღამოს 8 საათიდან იწყება, შებინდებისას. მეძავს რა უნდა და ბნელი ღამეო... ყოველ ათ მეტრში დგანან და ელოდებიან სარფიან კლიენტს. არიან გამხდრებიც, საშუალოებიც და ნამეტანი მსუქნებიც.

 

ზოგიერთზე უნებლიეთ იფიქრებ, ამას მხოლოდ ამწე თუ დაძრავსო. პრინციპში, ალხანას ჩალხანა არ ელევა და ამიტომ ხშირად ასეთებსაც ისვამენ მანქანაში. რაღა დაგიმალოთ და... აქ მეძავებზე დიდი მოთხოვნილებაა. ახლა, ნუ დამიწყებთ, ასეთ მეძავებს მანქანას ბანძი ადამიანი თუ გაუჩერებსო... მთლად ასეც არ არის საქმე, ხშირად ისეთი ძვირადღირებული ჯიპები ჩერდებიან, პირს დააღებთ.

 

მე პირადად რამდენიმე სამთავრობო ნომრიანი მანქანაც შემინიშნავს. როგორც ჩანს, ყველა დონის ადამიანში ზის მეორე "მე", რომელიც ხშირად აიძულებს "პირველს", რაღაც იმნაირი ჩაიდინოს.

 

სხვათა შორის, მეძავებზე არც სიცხე მოქმედებს, არც სიცივე, არც წვიმა, არც ქარი, არც თოვლი... ის კი არა, ერთ ადგილას ღამე კოცონსაც კი ანთებენ ხოლმე, კლიენტების მოლოდინში გაყინულ ძვლებს ითბობენ.

 

მტკვრის სანაპიროს ამ მონაკვეთზე მუდმივად მორიგეობს საპატრულო პოლიცია. უბრალოდ, აკონტროლებენ სიტუაციას, რამე ისეთი არ მოხდეს, თორემ კანონის მიხედვით, მეძავებს ხმასაც ვერ გასცემ, "პროდუქცია" თავიანთია და როგორც უნდათ, ისე ყიდიან: სექსი მანქანაში - 30-40 ლარი, აბანოში წასვლა - 50ლარი, სასტუმროში წასვლა - 70 ლარი. ახლა მომიწევს სამივე ვარიანტის განხილვა...

 

ესე იგი, დავიწყოთ "სექსი მანქანაში"-დან: დიდუბის ხიდსა და "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურს შორის არის ვიწრო ჩასასვლელი (ეს ჩასასვლელი ისეთი შეუმჩნეველია, თუ ამ საქმეში არა ხარ განსწავლული, ვერ მიაგნებ), რომელსაც დაახლოებით 300 მეტრის გავლის შემდეგ მიჰყავხარ ერთ დანგრეულ შენობამდე. აი, სწორედ ამ შენობასთან მდებარეობს ე.წ. ღია ბორდელი. მიაყენებ მანქანას, ძმაო, გადაუხდი მეძავს 30 ლარს, თუ არიფი ხარ - 40 ლარს და მიდი, მოვდივარ!

 

რაც შეეხება აბანოს, ყველა მეძავი, რატომღაც, კიევის ქუჩისკენ გვექაჩება... როგორც ჩანს, ამათ კიევის ქუჩაზე აქვთ ხელშეკრულებები "გაფორმებული". სასტუმროები ელიავას ბაზრობის გაყოლებაზეა, იქვე, სანამ დიდუბის ხიდთან მივალთ. აქ "ძირითადად ბარაკების სტილის სასტუმროებია, ვიწრო დერეფნებითა და ასევე, ვიწრო ოთახებით. გარემო არცთუ ისე სუფთაა, მაგრამ მეძავურ "პონტს" აკმაყოფილებს.

 

ინტერვიუ მეძავთან

 

- რა გქვია?

- ეკა.

 

- რა უნდოდა იმ კაცს, რატომ ეჩხუბებოდი?

- ერთი იმის დედაც მოვტ...ან, მთვრალია, ერთი საათი უნდა ვეჯაჯგურო და მაინც ვერ გაათავებს... მე სუფთა ვარ, სექსი სხვა რამეა, სხვისი ბინძური რაღაცის პირში ჩადება კიდევ სხვა რამე. სხვათა შორის, ერთ კაცს მივყავართ ხოლმე ხაშურში, სხვებს ხეთქავს ტ...ვნით, მე ხელს არ მაკარებს, ყველას ეუბნება, ეს მაგარი გოგოა, სხვა რამისთვის მჭირდებაო. მაგარი მდიდარია, ის ჩემისა, ფულს მიხდის ჩეულებრივად... ნეტა რა

 

უნდა, რას მიპირებს?

 

- მე რა ვიცი, რა უნდა? ეგ შენ უნდა იცოდე.

- შენ ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ... დედა, ეგ ჭაღარა თმა რაფერ გიხდება?

 

- მეგრელი ხარ?

- არა, გურული.

 

- აქ რომ ვინმე ნაცნობი "გაგეჩითოს", არ გეშინია?

- არა, ეგეთი შემთხვევა არ ყოფილა... თუმცა ერთხელ მაზლს წავაწყდი, დიდ თანამდებობაზე მუშაობს. დამარტყა, ერთი თვე ჩალურჯებული თვალით დავდიოდი. ქმარს გაცილებული ვარ და მაზლი ვინ ჩემი ფეხებია?

 

- ქმარს რატომ გასცილდი?

- ტვინს ბურღავდა.

 

- რას ჰქვია, ტვინს ბურღავდა?

- აი, როგორც ლოთი და უმუშევარი ქმრები ბურღავენ ხოლმე.

 

- გასაგებია... ასეთი მუშაობით რამე გამოდის?

- გამოდის.

 

- დაახლოებით რამდენი?

- გააჩნია, კლიენტი რამდენი იქნება... დღეში 200-300 ლარი.

 

- მაინც არა უშავს.

- განდონი გაქვს?

 

- არა.

- აქ რომ მოდიოდი, რატომ არ იყიდე?

 

-დამავიწყდა... მეგონა, შენ გექნებოდა.

- აფთიაქში შევიაროთ, ავიღოთ.

 

- სხვა დროს იყოს.

- რა სხვა დროს იყოს... აბა, რაზე წამომათრიე?

 

- ფულს გადაგიხდი, 30 ლარს მოგცემ, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?

- გადაიხადე... შე ჩემა, მოგზავნილი ხარ?

 

- მოგზავნილი არა, ისა... გადავიფიქრე, ახლა პრეზერვატივის ყიდვის თავი არ მაქვს, არ მინდა, ვინმე ნაცნობმა დამინახოს აფთიაქში.

- კარგი... როცა გინდა, არ არის პრობლემა, ტელეფონის ნომერს მოგცემ, დამირეკე.

 

მეძავს პირობას ვაძლევ, რომ დავურეკავ... აბა, ასეთი უბრალო რამის გამო ხომ არ ვაწყენინებ? ისე, თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ღია ბორდელით ისარგებლოთ, რამდენიმე რჩევას მაინც მოგცემთ:

1. ყოველ შემთხვევაში, კარგად დაიბანეთ, შეიძლება ისეთი პრეტენზიული ქალი შეგხვდეთ, განდონი დაგახიოთ თავზე. გაითვალისწინეთ, რომ დღეს ყველას გაქანებული ნევროზი აქვს თავისი გალოთებული ქმრისა და ბედკრული ცხოვრების გამო;

2. სანამ მეძავს აიყვანთ, კარგად დაათვალიერეთ ქუჩა, ხომ არ დგას იქვე ტაქსი? ეს ის ტაქსი არ გახლავთ, თქვენ რომ გგონიათ, სუტენიორი გითვალთვალებთ და მანქანის ნომერსაც იწერს. არ არის გამორიცხული, მობილურითაც გიღებდეთ;

3. თუ 30-40 ლარი არ გაქვთ ჯიბეზე და ქალი მაინც გინდათ, ნუ დაიბნევით, მეძავებთან ვაჭრობაც მოსულა, 20 ლარზეც არ ამბობენ უარს;

4. ბოლო დროს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ანუ ჩემი დაკვირვების არეალში ბიჭებიც გამოჩნდნენ. ისინი ქალებზე მონადირეები არ გეგონოთ, პედერასტები არიან. გამოდის, ქუჩაში ფულის საკეთებლად მხოლოდ მეძავები არ გამოდიან, ბოლო დროს "ლგბტ"-ებსაც გაუჭირდათ... ყველგან კრიზისია, სიმონ!

5. თუ თქვენ ქალი სიმთვრალის დროს გინდებათ, ჩემს მიერ აღწერილ ადგილს არ გაეკაროთ, პატრული ეგრევე ჩაგავლებთ და "პრავას" დაკარგავთ.

 

„ქრონიკა“ 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

ზალცბურგის ქართული სკოლა და ოთხი მასწავლებელი

2017-09-26 01:23
ავსტრიაში მცხოვრებ ქართველებს ერთი წლის წინ სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადეს: სალომე და სოფო...

სანდრა რულოვსი ზუგდიდის ტვ "ოდიშზე" საბავშვო გადაცემას წაიყვანს

2017-09-15 00:37
საბავშვო გადაცემა "ფერადი ამბები", რომელიც ზუგდიდის ტელეკომპანია "ოდიშის" ეთერში განახლებული...

ხანძრების ლიკვიდაციაში ჩართულ ჯარისკაცებს 625 ლარიანი პრემია, ბორჯომის გამგებელს კი 1250 ლარიანი

2017-09-14 11:45
თავდაცვის სამინისტრომ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციაში მონაწილე...

ხელმძღვანელობამ ბიჭები ამბრაზურაზე შეაგდო - მესაზღვრეები "სააკაშვილის გარღვევის" შესახებ

2017-09-14 03:59
ლუგანსკის სასაზღვრო რაზმის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი დეინეკო აცხადებს, რომ შეგინის...
რჩეული ვიდეოები

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

მაგისტრალიდან 400 მეტრში რუსი ოკუპანტები ისევ ხნულებს ავლებენ(ვიდეო)

2017-09-12 12:38
გორის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან 400 მეტრში...

გამოკითხვა

უნდა ფრიალებდეს თუ არა რომელიმე ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო შენობებზე რუსეთის დროშა?


ვალუტა

1
EUR
 - 
2.9344
0.0000
100
RUB
 - 
4.3213
0.0000
1
USD
 - 
2.4864
0.0000

გუშინ:

ჰიტები:398 უნიკალური:311

მიმდინარე:

ჰიტები:34 უნიკალური:33