
რუსი მსახიობი და ტელეწამყვანი ანფისა ჩეხოვა „ინსტაგრამის" პირად გვერდზე თბილისის გოგირდის აბანოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ანფისა ჩეხოვა ქართველი მსახიობის გურამ ბაბლიშვილის მეუღლეა და იგი ამ ზაფხულს ქმართან და პატარა ვაჟთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა.
თავისი შთაბეჭდილებების შესახებ რუსი მსახიობი სოციალურ ქსელში სტატუსებს ფოტოებთან ერთად აქვეყნებს.
ამჯერად ანფისამ გოგირგის აბანოს გაუწია რეკომენდაცია და მისი ავკარგიანობის შესახებ მოუთხრო „ინსტაგრამის“ მომხმარებელს.
„მინდა გოგირდის აბანოების შესახებ გიამბოთ. ის რუსული აბანოსგან ძალიან განსხვავდება.
არავითარი საუნა და ცოცხები, მხოლოდ გოგირდიანი წყლით სავსე აუზები, რომელსაც ოდნავ ლაყე კვერცხის სუნი აქვს.
ჩადით ამ აუზში და დარჩით რამდენ ხანსაც მოისურვებთ. გოგირდის აბანო კანის მრავალ დაავადებას კურნავს. აბაზანის შემდეგ ბავშვის ტაკუნებივით გლუვი კანი გექნებათ.
აუზში ჩასვლისთანავე მექისე მოდის. ყურადღებით! აუცილებლად წელს ზემოთ შიშველი. აქ ასეა მიღებული უძველესი დროიდან - აბანოში ყველა თანასწორია. მამაკაცებმა პირი დამუწეთ! მექისეები მხოლოდ ბანჯგვლიანი ახმახები არ არიან. ქართულ აბანოში სქესთა შორის მკაცრი სხვაობაა.
მექისე თქვენს სხეულს საპნის თეთრი ქაფით დაამუშავებს... შემდეგ მურაბიანი ჩაი და მორჩა. აბანოები მრავალფეროვანია - საზოგადოებრივი, დახურული კაბინები და VIP კაბინები.
მადლობა სუპერ-კომფორტული აბაზანის ორგანიზებისთვის, სადაც, როგორც ამბობენ, მიშა სააკაშვილს თავის თანამოაზრეებთან ერთად ბანაობა უყვარდა... რეკომენდაციას ვუწევ...", - წერს ჩეხოვა.