სააკაშვილი: არ ვაპირებ ვეახლო რუს ოლიგარქს, მაგრამ ვერავინ შემაჩერებს, როცა ქართველი ხალხი მომიხმობს

Image

"რუსეთსა და რუს ოლიგარქებს მსგავსი საქმეების წამოწყება ივლის-აგვისტოში უყვართ, როცა ევროპელი ლიდერები და მსოფლიო პოლიტიკოსები შვებულებაში არიან, თუმცა, უკვე დამირეკა ორმა ევროპელმა ლიდერმა და რამდენიმე სენატორმა. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს მომავალზე საუბრის ნაცვლად, მათთან ამ თემაზე მიწევს საუბარი", -

 

განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-დან გააკეთა და დაამატა, რომ მის მიმართ ბრალის წაყენება "რუსი ოლიგარქისა და "გაზპრომის" ერთერთი ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის თამაშის ნაწილია".

 

"მე ადრეც აღვნიშნე და იგივეს გავიმეორებ, რომ არ ვაპირებ ვეახლო "გაზპრომის" ოლიგარქ აქციონერს, მაგრამ ვერავინ და ვერაფერი შემაჩერებს, როცა მომიხმობს ქართველი ხალხი", - თქვა სააკაშვილმა.

 

მისივე თქმით, აგვისტოს ომის წლისთავზე პუტინი იმაზე უკეთეს საჩუქარს ვერ წარმოიდგენდა, რაც სააკაშვილის წინააღმდეგ სისსხლის სამართლის საქმის აღძვრაა. 

 

"პირველად მე დამაპატიმრა კგბ-მ, როცა სტუდენტი ვიყავი და მალე სსრკ დაიშალა. შემდეგ პუტინი გამოდიოდა ჩემს წინააღმდეგ და პუტინს მთლად კარგად ვერა აქვს საქმე. ამის შემდეგ პერსონა ნონ გრატად გამომაცხადა იანუკოვიჩმა და მალე მას უკრაინელმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა. ახლაც ჩემი დაპატიმრების ბრძანება რუსმა ოლიგარქმა გასცა და ამათაც მალევე მოევლებათ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ბაქოში, "ნეფთჩი"-"ჩიხურას" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "აზერბაიჯანთან პრობლემები გვაქვს": "მაშინ, როცა რუსეთმა შეგვიწყვიტა გაზის მიწოდება, აზერბაიჯანმა გათიშა ნახევარი ქვეყანა და ჩვენ გვაძლევდა დენსა და გაზს და ამით გადავიტანეთ ის ზამთარი. აზერბაიჯანი დაგვეხმარა თავის დროზე ისე, რომ ამას ჯერ ვერც მოვყვები.

 

ახლა კი ივანიშვილი ცდილობს აზერბაიჯანულ კომპანიებს, განსაკუთრებით გადაზიდვების გაკონტროლების კუთხით, თავზე დაასვას ვინმე უჩა, თითქოს ოლიგარქებს შორის ურთიერთობაზე იყოს საუბარი და არა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაზე... ახლა, როცა აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე არ მივიდა არცერთი მინისტრი, რაც დიპლომატიაში სრულიად მიუღებელია და იგნორირებას ნიშნავს, მთელი რიგი პრობლემები გვაქვს თურქეთთან და ვის იმედად ვრჩებით?" - იკითხა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მიხეილ სააკაშვილის გვერდზე "ფეისბუქში" კი 29 ივლისიდან მისი ციტატა ქავერზეა ატანილი: "მე ვიქნები ძალიან შორს, როცა გამომიძახებს რუსეთის ოლიგარქის, ივანიშვილის პროკურატურა და ძალიან ახლოს - როცა მომიხმობს ქართველი ხალხი".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !