-
2014-07-28 09:34
წუხელ საქართველოში ელექტრომომარაგების კუთხით შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სამი ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გაითიშა.
„22.33. საათზე ავარიულად გაითიშა მაღალი ძაბვის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ და 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „კოლხიდა-2“. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზი „პალიასტომი-1“.
პირველადი ინფორმაციით, ხაზი „იმერეთი“ არის გაწყვეტილი, მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია და დაზიანების მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.
ვწუხვართ, რომ ამ დაზიანებების გამო დედაქალაქს და ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს გარკვეული დროის განმავლობაში ელექტროენერგია ვერ მიეწოდებოდა", - აცხადებენ უწყებაში.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, ამ მთლიანად საქართველოს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება.