დეკანოზი პეტრე კვარაცხელია - მართლმადიდებელმა რუსეთმა არანაკლები ზიანი მოუტანა საქართველოს, ვიდრე შაჰ-აბასმა და თემურ ლენგმა

Image

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია "პრაიმტაიმნიუსთან" საუბრისას მეუფე გერასიმეს რუსეთში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეკლესიის ვალია აწარმოოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარება, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ორმხრივი პროცესი უნდა იყოს.

 

 

 დეკანოზი რუსეთის ეკლესიის მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ მოსკოვის საპატრიარქო ზომაზე მეტად პოლიტიზირებულია.

 

 "ქრისტიანული მორალი გვასწავლის, რომ გვიყვარდეს ჩვენი მტერიც. მე ყოველთვის ვიტყვი, რომ თუ რამე ტკივილი ჰქონია საქართველოს, ხშირ შემთხვევაში, ეს არის რუსეთის "დამსახურება". ეკლესია უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე შერიგების გზაზე, ალბათ მეუფე გერასიმეს ვიზიტიც ამ კონტექსტშია შესაფასებელი, მაგრამ ეს მხოლოდ ცალმხრივი არ უნდა იყოს. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც ცხადყო, რომ იგივე რუსეთის ეკლესია ზედმეტად პოლიტიზირებულია.

 

იმ შეხვედრაზე მეუფე გერასიმე ალბათ კლიმატს ვერ შექმნიდა. იქ იყვნენ სხვა ეპისკოპოსებიც. ჩემთვის ბევრად უფრო გაუგებარია ის, თუ რატომ არის პუტინი მისღები რუსი სასულიერო პირებისთვის, ვიდრე ქართველი ეპისკოპოსის ვიზიტი მოსკოვში.

 

 რაც უფრო მალე აღიარებენ რუსი სსულიერო პირები, რომ მათი პრეზიდენტი უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის მოსწრაფებითაა დაკავებული, მით უკეთესი იქნება მათთვის. მე მახსენდება წმინდა სერაფიმ საროველის სიტყვები, რომელიც რუსებს მოუწოდებს სინანულისაკენ და აფრთხილებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკა იქნება წაგებული.

 

 მე არ ვსაუბრობ კონკრეტულ ადამიანებზე, მე სუაბარი მაქვს დამყრობლურ, კოლონიურ პოლიტიკაზე. სწორედ ეს პოლიტიკა უნდა შეცვალოს პუტინის რუსეთმა. არცერთ სახელწმიფოს არა აქვს იმის უფლება, რომ სხვა ერი დაჩაგროს და უდანაშაულო ხალხს სიცოცხლე მოუსწრაფოს.

 

 ჩვენ რუსეთთან პოლიტიკას ყოველთვის ვამართლებდით იმით, რომ ის არის მართლმადიდებელი და ერთ მორწმუნე,, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ მართლმადიდებელმა რუსეთმა არანაკლები ზიანი მოუტანა საქართველოს, ვიდრე შაჰ-აბასმა და თემურ ლენგმა. და თუ მართლმადიდებლობით ვაჭრობას დამიწყებს რუსეთი, ეს არ იქნება მისთვის მომგებიანი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ მართლმადიდებლური ბიზანტიის იმპერია აღიგავა მიწისაგან პირისა. დღემდე მისი ნანგრევებიც კი არაა შემორჩენილი. არანაკლებ ძლიერი სახელმწიფო იყო, ვიდრე რუსეთი", - ამბობს "პრაიმტაიმნიუსთან" საუბრისას დეკანოზი პეტრე კვარაცხელია.

 

 შეგახსენებთ, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი მეუფე გერასიმე შარაშენიძე რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო. შეხვედრა 18 ივლისს კრემლში გაიმართა და მას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილთან ერთად, სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სწორედ მათ შორის გახლდათ მიტროპოლიტი გერასიმე.

 

მართლმადიდებელმა სტუმრებმა პუტინს მსოფლიოში მშვიდობისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

წყარო: http://primetimenews.ge/?page=9&news_id=32091&c=2

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !