
GDS-ის კიდევ ერთი თანამშრომლის უცენზურო გამოხტომა, რომელსაც, საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, "აფხაზეთის ხმა" ცენზურის გარეშე გთავაზობთ: ძიკი ჯანიაშვილი თურქეთიდან ეხმიანება იმ მოსაზრებებს, რომლებიც ესკორტის მანქანაში პრეზიდენტის ქალიშვილის სიმრერას მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელებსა და ვიდეოპორტალებზე პოპულარული გახდა ვიდეო, სადაც პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი ორ მეგობართან ერთად ესკორტის მანქანაში თემურ რცხილაძის ცნობილ რუსულ სიმღერა "ჟალანნაიას" ასრულებს.
ვიდეოს გავრცელებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო ძიკი ჯანიაშვილი ეხმიანება კრიტიკოსებს და მათ შემდეგი ფრაზით მიმართავს: "ერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ: ვისაც არ მოგწონთ, დამასკდით ყ**ზე!". ამ ვიდეოს ატვირთვას ჯანიაშვილის გვარდზე მოჰყვა ანა მარგველაშვილის კომენტარი: "ძაან მიყვარხარ".