"ვარდების რევოლუციის" ათი წლისთავზე ამერიკელი ექსპერტები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლზე საუბრობენ და მის პოლიტიკურ მარცხზე ამახვილებენ ყურადღებას.
ალექსანდრ ქული "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ მისი სიტყვებით - "ახალგაზრდული და ენერგიული მიხეილ სააკაშვილი” რამდენიმე წლის შემდეგ ისევ შეეცდება პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებას:
"მე ვფიქრობ, რომ მას გარკვეული დრო ისევ სჭირდება, რომ ისტორიამ შეაფასოს, ის ახალგაზრდაა, მას კიდევ მრავალ წელს შეუძლია იმუშაოს სამოქალაქო სექტორში, ან საერთაშორისო ორგანიზაციებში. მას შეუძლია, ბევრ რამეში მიიღოს მონაწილეობა და მომავალში ისევ დაბრუნდეს", - აცხადებს ამერიკელი პოლიტოლოგი.