სავარაუდოდ, ნასვამი სასულიერო პირი შავი ჯიპით და ხელჩართული ჩხუბი ქუჩაში (ვიდეო)

Image

"აფხაზეთის ხმა" აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ჯერ მცირე ფრაგმენტის, ხოლო შემდეგ სრული ვერსიის სახით გავრცელდა და რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

 

ვიდეოს ავტორთა აღწერის მიხედვით, ვიდეოზე გამოსახულია ნასვამი სასულიერო პირი, ორთუბნის წინამძღვარი, მამა ილარიონ ხურციძე, რომელიც ქუჩაში გასწრების დროს ახლო დისტანციაზე გვერდის ავლის გამო ეწევა წინ მიმავალ მანქანას და იქ მსხდომებს საქმეს ურჩევს.  

 

ვიდეოში ისმის საუბარი მეგრულ და ქართულ ენებზე, ამასთან, ჯერჯერობით უცნობია თავად ვიდეოზე გამოსახული სასულიერო პირის პოზიცია.

 

ვიდეოში ისმის მისი რეპლიკა: "ვის გაარტყი, ბიჭო, ხელი?", ხოლო მოკლე ვერსიაში არის მისივე ფრაზა: "შენ მე ვინმე ქუჩიდან მოსული ხომ არ გგონივარ?". ამავე ვიდეოდან ჩანს, რომ სასულიერო პირი შავი ჯიპით გადაადგილდებოდა, ხოლო ხოლო ორივე ვიდეოში ის აგრესიას ავლენს იმ პირის მიმართ, ვინც ინციდენტს, სავარაუდოდ, ტელეფონით იღებს.

 

იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოზე გამოსახული სასულიერო პირი საჭიროდ ჩათვლის ახსნა-განმარტებას ან ამ ვიდეოზე გამოხმაურებას, "აფხაზეთის ხმა" მზადაა, მისი პოზიციაც გამოაქვეყნოს.

 

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკის თანახმად, მღვდელი, რომელიც ადამიანზე ხელს აღმართავს, განკვეთით ისჯება:

 

მოციქულთა 27-ე კანონი:

 

„ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გალახავს, დაჩაგრავს და ამ გზით მოინდომებს დამნაშავის დაშინებას, ასეთი პირის სასულიერო წოდებიდან განკვეთას ვბრძანებთ, რამეთუ ეს უფალს ჩვენთვის სრულებითაც არ უსწავლებია, პირიქით სცემდნენ და იგი არ პასუხობდა დარტყმებით, “…ევნებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა…” (I პეტ. 2,23).“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !