-
2013-11-22 19:48
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდიდან, პრეზიდენტის ვინაობის შეცვლასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრების, სიტყვებისა და გამოსვლების აღმნიშვნელი ინფორმაცია გაქრა.
ამჟამად ვებგვერდზე მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შესახებ ინფორმაციია ხელმისწავდომი, არქივი კი არ არსებობს. ამ ფაქტმა აღშფოთება გამოიწვია საპარლამენტო უმცირესობაში. ჩიორა თაქთაქიშვილი წერს, რომ ეს ფაქტი აღმაშფოთებელია:
“ესენი ხომ არ გადაირიენ საერთოდ?! სად გაქრა საიტიდან ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გამოსვლების, განცხადებების, შეხვედრების შესახებ? - ამ კითხვით უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართავს. უმცირესობის წევრის განმარტებით, პრეზიდენტის ოფიციალური გვერდიდან ყოფილი პრეზიდენტის გამოსვლების შესახებ ინფორმაციის წაშლა, თუნდაც მხოლოდ საზოგადოებისთვის დამალვა, დანაშაულის ტოლფასია. "ამ ინფორმაციის წაშლა, გაქრობა, თუნდაც მხოლოდ საზოგადოებისთვის დამალვა არის დანაშაულის ტოლფასი. არ დაიწყონ ახლა, შევარდნაძის საიტი რატომ არ დააარქივა თვითონ მიშამო! საიტი კი არა, იმ დროს კომპიუტერი მარტო ავეჯის ფუნქციით იდგა კანცელარიაში, ვისაც გახსოვთ ის დრო", - წერს თაქთაქიშვილი facebook -ზე.