
„აფხაზეთის ხმის“ მიერ ექსკლუზიურად გავრცელებული ინფორმაცია იოსებიძის 75 ბ კორპუსში ორი დღის წინ მომხდარი ყაჩაღობის შესახებ მეზობლებმა „რუსთავი-2“-ს დაუდასტურეს. ოჯახის წევრებმა მედიასთან კონტაქტი არ ისურვეს, ისინი ამბობენ, რომ მედიასთან ურთიერთობა სამართალდამცველებმა აუკრძალეს.
შეგახსენებთ, ქალმა და მამაკაცმა, რომლებმაც სააკიანების ბინაში მოტყუებით შეაღწიეს, შინ მარტო მყოფი 20 წლის გოგონა დააბეს, სახლიდან ფული და ძვირფასი ნივთები წაიღეს, გასვლისას კი ბუნებრივი აირი მოუშვეს.
გოგონა გადარჩა, რადგან ყაჩაღების წასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ შინ მისი მშობლები დაბრუნდნენ. მომხდარს ჯერჯერობით არ ადასტურებს შსს.
უცნობია, აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, მეზობლები ამბობენ, რომ დაზარალებულებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. მეზობლებში გავრცელებული ვერსიით, ყაჩაღობაში ოჯახის ერთერთი წევრის ნათესავი მონაწილეობდა.